Sunday, November 17, 2013
მერვე მოდულის რეფლექსია
დღევანდელი დღე განსაკუთრებით მრავალფეროვანი და მრავლისმომცველი იყო.დღეს საბოლოო სახე მივეცით ჩვენს ნამუშევარს.შევავსეთ ჩვენი პორტფოლიო და ავტვირთეთ ბლოგზე.გავეცანით ერთმანეთის პრეზენტაციებს და აღფრთოფანებული დავრჩი ჩემი კოლეგების კრეატიულობით.დიდ მადლობას ვუხდი ქალბატონ შორენა ბადურაშვილს საინტერესო ტრენინგებისათვის.იმედია კვლავ გავაგრძელებთ ნაყოფიერ თანამშრომლობას.
Saturday, November 16, 2013
მეშვიდე მოდულის რეფლექსია
დღეს შევისწავლეთ ფასილიტაციის რესურსების შექმნა ტექნოლოგიებით.მოდული ძალიან დატვირთული იყო,მაგრამ საინტერესო.
Sunday, November 10, 2013
Saturday, November 9, 2013
მეექვსე მოდულის რეფლექსია
ამ მოდულში გავეცანით უკუკავშირს ,გარდნერის მრავალმხრივ ინტელექტის ეფექტურად გამოყენებას სასწავლო პროცესში. ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე.ვისწავლეთ ბლოგზე ვიდეოების და სურათების ატვირთვა.შევქმენით მოსწავლის დამხმარე რესურსი.ტრენინგი ემოციურად დატვირთული და საინტერესო იყო.
ტრენინგის მეხუთე მოდულის რეფლექსია
ამ მოდულში გავეცანით ,როგორ გამოვიყენოთ შეფასების რუბრიკები,ქულების მინიჭების სქემები 21-ე საუკუნის უნარების განვითარებისათვის,როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ეფექტურად სწავლის პროცესში.ვიმუშავეთ უკუკავშირის მიცემაზე და გავაკეთეთ კომენტარები.
Sunday, November 3, 2013
მეოთხე მოდულის რეფლექსია
ამ მოდულში გავეცანით თუ როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს,როგორ გამოვიყენოთ ინტერნეტი.შევქმენით მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაცია კონკრეტული სასწავლო მიზნისთვის და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.
მესამე მოდულის რეფლექსია
მესამე მოდულში განვიხილეთ პროექტის პრეზენტაციების და საჭიროებების დადგენის ფორმები.გავეცანით საავტორო უფლებების კანონმდებლობებს და მის გამოყენებას განათლების სისტემაში.დავგეგმეთ ინტერნეტის გამოყენების შესაძლებლობები ჩვენი თემის ფარგლებში. გაეცანით ინტერნეტრესურებს,რომლებიც გამოიყენება კვლევაში.
Saturday, November 2, 2013
ტრენინგის მეორე მოდულის რეფლექსია
- პირველი დღე: გავეცანიათ ,თუ როგორ დავგეგმოთ სასწავლო პროექტები სტანდარტების გათვალისწინებით.ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე,რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ჩართულობას სასწავლო პროცესში.
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
| |
ზოგადი კითხვა
|
როგორ გვეხმარება ლიტერატურა თვითგანვითარებაში.
|
თემატური კითხვები
|
დგება თუ არა ადამიანის ცხოვრებაში წამი,როცა ნატრობს მის მარადიულობას?
გოეთეს ფაუსტის ცხოვრებაში როდის დგება ეს წამი და როგორ გამოხატავს ამას გოეთე და როგორია 18 საუკუნის დროინდელი გერმანიის რეალობა.
|
შინაარსობრივი კითხვები
|
არის თუ არა კითხვა ,,შეჩერდი წამო, დესაც აქტუალური“.
|
- მეორე დღე: გადავიმეორეთ წინა მოდული,გავეცანით დროის ჩარჩოს და შევქმენით შესაბამისი შეფასების კრიტერიუმები. შევქმენით პრეზენტაციები და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.
Sunday, October 20, 2013
ტრენინგის პირველი მოდულის რეფლექსია
ტრენინგები მნიშვნელოვან როლს ასრულებს მასწავლებლის პროფესიულ განვითარებაში.მასწავლებელი უნდა ეძიებდეს ყოველთვის რაღაც ახალს,სწორედ ამ ახლის ძიებაში დამეხმარება ტრენინგი ,,პროექტებით სწავლება". ტრენინგზე გავეცანით,თუ როგორ გამოვიყენოთ პროექტები გაკვეთილზე, როგორ დავგეგმოთ 21 საუკუნის ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროცესი და დავეხმარო ჩემს მოსწავლეებს მაღალი დონის უნარ- ჩვევების განვითარებაში. კურსი დამეხმარება ახალი ტექნოლოგიები ჩავრთო სასწავლო პრაქტიკაში და გავაუმჯობესო სწავლა- სწავლების პროცესი.
- პირეველ დღის თემას წარმოადგენდა თუ რა იყო ელექტრონული პორთფოლიო, როგორ შევქმნათ ის და როგორ დაგვეხმარება ეს სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვაში.ასევე ვისწავლეთ ბლოგის შექმნა და ახალი პოსტების განთავსება.გავეცანით სხვადასხვა პროექტების ნიმუშებს.ძალიან მომეწონა პროექტი ,,რომეო და ჯულეტა" .
- მეორე დღე დატვირთული იყო ახალი იდეებით. თითოეულმა ჩვენთაგანმა გავაკეთეთ პუბლიკაციები და აღფრთოვანებული დავრჩი ჩემი კოლეგების კრეატიულობით.ჩემი პუბლიკაცია დავასათაურე შემდეგნაირად: ,,შეჩერდი წამო ,მშვენიერი ხარ".გოეთეს ფაუსტის მიხედვით.
Subscribe to:
Posts (Atom)