პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
როდამი დეკანოიძე
გერმანულ ენაზე წერის უნარ–ჩვევის განვითარება სწავლების საბაზო საფეხურის მე-7 კლასში
სარჩევი
1. შესავალი ------------------------------------------------------------------------------------------------3
2. კვლევის მიზანი ------------------------------------------------ ----------------------------------------5
3. კვლევის კითხვები და ქვეკითხვები -----------------------------------------------------------------5
4. ლიტერატურის მიმოხილვა ---------------------------------------------------------------------------6
5. კვლევის ვადები -----------------------------------------------------------------------------------------11
6. კვლევის მეთოდები-------------------------------------------------------------------------------------12
7. მოსწავლეთა გამოკითხვა და მისი შედეგები --------------------------------------------------------19
8. კვლევის მიგნებები და შედეგების ანალიზი --------------------------------------------------------22
9. ინტერვენციები ------------------------------------------------------------------------------------------23
10. ინტერვენციების შეფასება -----------------------------------------------------------------------------24
11. გამოყენებული ლიტერატურა -------------------------------------------------------------------------24
12. დანართი 1 ----------------------------------------------------------------------------------------------25
13. დანართი 2 -----------------------------------------------------------------------------------------------28
14. დანართი 3 -----------------------------------------------------------------------------------------------29
15. კვლევის რეფლექსია -----------------------------------------------------------------------------------30
შესავალი
ენა ადამიანური არსებობის განუყოფელი ნიშანია და ყველა სფეროსთან მის ურთიერთობაშია ჩართული. ადამიანი ენობრივი არსებაა, ხოლო ენა ადამიანის არსებობის აუცილებელი სოციალური წინაპირობაა.
უცხო ენის სწავლების მეთოდიკაში მოსმენისა და კითხვის უნარი მიჩნეულია რეცეპციულ უნარებად, ლაპარაკი და წერა კი – პროდუქციულ უნარებად.
უცხო ენის სწავლება ძირითადად ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს. მოსმენა, საუბარი, წერა და კითხვა. ოთხივე უნარ-ჩვევა მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან და იმისთვის რომ უცხო ენის შესწავლა წარმატებით განხორციელდეს, ოთხივე მიმართულების განვითარება შესაფერისი აქტივობების დაგეგმვით თანაბარ დონეზე უნდა მიმდინარეობდეს
უცხოური ენა, როგორც ეროვნული სასწავლო გეგმის განუყოფელი ნაწილი, სასკოლო განათლების მთავარი სახელმწიფო მიზნის განხორციელებას ემსახურება, კერძოდ, ეროვნულ და საკაცობრიო ღირებულებებთან ნაზიარები, თავისუფალი პიროვნების აღზრდას, რომელიც შეძლებს თავისი წვლილის შეტანას სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.
უცხოური ენის სწავლების პრიორიტეტული მიზნებია მოსწავლეს:
განუვითარდეს პლურილინგვური კომპეტენცია;
განუვითარდეს სამეტყველო უნარები (მოსმენა, კითხვა, წერა, საუბარი) .
გამოუმუშავდეს სხვა კულტურის წარმომადგენლებთან წარმატებული კომუნიკაციის უნარი;
ჩამოუყალიბდეს დადებითი განწყობილება ენობრივ-კულტურული მრავალფეროვნების მიმართ და გააცნობიეროს იგი, როგორც სამყაროს მრავალფეროვნების კერძო გამოვლინება;
განუვითარდეს განსხვავებული კულტურული კონტექსტებისა და ტექსტების გაგების უნარი;
მოემზადოს თანამოღვაწეობისათვის სხვადასხვა ენობრივ-კულტურული იდენტობის წარმომადგენლებთან;
განუვითარდეს ენების ეფექტურად სწავლის უნარი.
ამ საგანმანათლებლო მიზნიდან გამომდინარე, უცხოური ენების სწავლება სკოლაში ითვალისწინებს კონკრეტული ამოცანების გადაჭრას. ეს ამოცანები სამ კატეგორიად დაიყოფა:
სხვადასხვა ტიპის ცოდნის შეძენა:
გრამატიკული, ლექსიკური ცოდნა;
მართლწერისა და მართლმეტყველების საბაზისო ნორმების ცოდნა;
უცხოენოვანი ქვეყნების კულტურის გაცნობა;
ტექსტის სახეებისა და მათი მახასიათებლების ცოდნა;
წერის, მოსმენის, კითხვისა და ლაპარაკის ცოდნა;
ზეპირმეტყველების (სასაუბრო) უნარის განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია უცხო ენის სწავლების პროცესში, ვინაიდან ის კომუნიკაციის ძირითადი წყაროა.
მიმაჩნია, რომ აღნიშნული კვლევის თემა განსაკუთრებით აქტუალური და მნიშვნელოვანია. ვინაიდან, დღეს მსოფლიოს მაშტაბით უამრავი მნიშვნელოვანი საქმიანი კომუნიკაცია უცხო ენაზე ხორციელდება. შესაბამისად, მაშინ როცა ქვეყნებს შორის ინტენსიური ურთიერთობაა, ზეპირმეტყველების უნარის განვითარებას დიდი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს. რათა მომავალ თაობას შეეძლოს ამ ენაზე საკუთარი აზრი საუბრით თავისუფლად გამოხატოს.მოკლედ, იმისთვის რომ მომავალმა თაობამ თანამედროვეობის სრულფასოვან წევრად იგრძნოს თავი, საჭიროა, ის ყველა იმ უნარით იყოს აღჭურვილი, რაც მას საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენის საშუალებას მისცემს. ამ უნარებს შორისაა უცხოურ ენაზე წერის უნარი.
საკუთარ გაკვეთილებზე ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა,რომ საბაზო საფეხურის მოსწავლეებს უძნელდებათ ზეპირმეტყველება .
კვლევის აქტუალობა შემდეგი ფაქტორებითაა განპირობებული:
საქმიანი კომუნიკაცია მსოფლიოს მასშტაბით, რაც ითხოვს უცხოენის სწავლების დონის ამაღლებას საჯარო სკოლაში;
სკოლის ყველა საფეხურზე უცხოურ ენაზე კომუნიკაციის დაუფლების საჭიროებით,
წერის უნარ-ჩვევების განვითარების ჯერ კიდევ არასაკმარისი დონით.
თანამედროვე ეპოქაში, გლობალიზაციის პირობებში,ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გერმანული ენის შესწავლას,რადგან გერმანია უმაღლესი განათლების მისაღებად სტიპენდიებს დიდი რაოდენობით გასცემს. ახალგაზრდა უცხოელებისათვის საგანგებო სამუშაო ვიზები არსებობს, ხოლო გარკვეული პროფესიებისათვის სამუშაო უფლების მიღების განსაკუთრებული წესი მოქმედებს.განვითარება მედიების,საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში, მრავალენოვან კომუნიკაციას მოითხოვს. მნიშვნელოვანი ვებ-გვერდების დიდი რაოდენობა გერმანულ ენაზეა. გერმანია წიგნების ახალი გამოცემების რიცხვით მსოფლიო მასშტაბით 87 ქვეყანას შორის მე-6 ადგილს იკავებს ინდოეთის,დიდი ბრიტანეთის,აშშ-ს,ჩინეთისა და რუსეთის შემდეგ.ამიტომაც გერმანული ენის ცოდნა ინფორმაციასთან ხელმისაწვდომობას ქმნის. (https://www.goethe.de/ins/ge/ka/spr/wdl.html)
წინამდებარე ნაშრომი მიზნად ისახავს გამოკვეთოს, გერმანულ ენაზე წერის უნარის განვითარება სწავლების საბაზო საფეხურზე, კერძოდ, მე-7 კლასის მოსწავლეებში,რომელთათვისაც გერმანული ენა მეორე უცხოენაა და მისი შესწავლა დაიწყეს მე-5 კლასიდან.
მიმაჩნია, რომ აღნიშნული კვლევის თემა განსაკუთრებით აქტუალური და მნიშვნელოვანია. ვინაიდან, დღეს მსოფლიოს მაშტაბით უამრავი მნიშვნელოვანი საქმიანი მიმოწერა გერმანულ ენაზე ხორციელდება. შესაბამისად, მაშინ როცა ქვეყნებს შორის ინტენსიური ურთიერთობაა, წერის უნარის განვითარებას დიდი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს,რათა მომავალ თაობას შეეძლოს ამ ენაზე საკუთარი აზრი წერილობით თავისუფლად გამოხატოს, გააგზავნოს ელექტრონული წერილები და სხვა.მოკლედ,იმისთვის რომ მომავალმა თაობამ თანამედროვეობის სრულფასოვან წევრად იგრძნოს თავი, საჭიროა, ის ყველა იმ უნარით იყოს აღჭურვილი,რაც მას საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენის საშუალებას მისცემს.ამ უნარებს შორისაა უცხოურ ენაზე და კერძოდ,გერმანულ ენაზე წერის უნარი.
საკუთარ გაკვეთილებზე ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა,რომ მე-7 კლასის ცალკეული მოსწავლეებს უძნელდებათ წერილობით აზრის გადმოცემა.
კონკრეტულად: როცა შეკითხვებს ვუსვამ საკუთარი ბიოგრაფიის შესახებ,ისინი მარტივად პასუხობენ,მაგრამ როცა ვაძლევ დასაწერად თემას „ჩემი ბიოგრაფია“, „ჩემი ოჯახი“,“ჩემი საყვარელი საგანი“, “ ჩემი საუკეთესო მეგობარი“, „ერთი ჩვეულებრივი დღე“ და ა.შ. მათი ნაწერი არ შეესაბამება მათი სწავლების საფეხურის უცხო ენების სტანდარტის მოთხოვნებს.
ამ „აღმოჩენის“ შემდეგ გადავწყვიტე მეწარმოებინა კვლევა და ჩემი მიზანი იყო
დამედგინა რა იყო კონკრეტულ სამიზნე ჯგუფში მოსწავლეთა წერის უნარის განვითარების პრობლემის გამომწვევი მიზეზები,ჩატარებული კვლევის შედეგებით სათანადო დასკვნის გამოტანა,ინტერვენციების დაგეგმვა,და მათი სასწავლო პროცესში რეალიზება,რათა უფრო ეფექტურად შემძლებოდა წერის უნარის განვითარების ხელშეწყობა.
უცხოური ენის სრულყოფილად დაუფლება მრავალმხრივი პროცესია და დიდ ძალისხმევას მოითხოვს,როგორც ენის შემსწავლელის, ისე მასწავლებლისაგან. ენის სწავლა/სწავლებისას უამრავიელემენტია გასათვალისწინებელი და ეფექტური შედეგების მიღებას მხოლოდ ყველა
ელემენტის სასწავლო პროცესში ჩართვა განაპირობებს.
პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები
არასაკმარისად განვითარებული მოსმენის უნარი
ლექსიკის მცირე მარაგი
მოსწავლეთა დაბალი მოტივაცია
კვლევის მიზანი
მიზანი იყო დამედგინა რა იყო კონკრეტულ სამიზნე ჯგუფში მოსწავლეთა წერითი უნარის განვითარების პრობლემის გამომწვევი მიზეზები,ჩატარებული კვლევის შედეგებით სათანადო დასკვნის გამოტანა, ინტერვენციების დაგეგმვა, და მათი სასწავლო პროცესში რეალიზება,რათა უფრო ეფექტურად შემძლებოდა წერის უნარის განვითარების ხელშეწყობა. წერის განმტკიცების ისეთი გზების, ხერხებისა და სტრატეგიების ძიება, რომლებიც ეფექტურსა და საინტერესოს გახდის უცხოურ ენაზე, კერძოდ გერმანულად წერას და საშუალებას მისცემს მოსწავლეს, ეფექტურად გამოიყენოს ენა კომუნიკაციისათვის.რაც შესაბამისად გაზრდის მათ მოტივაციას.
კვლევის კითხვები და ქვეკითხვები
კვლევის მთავარი კითხვაა--რა არის საბაზო საფეხურზე VII კლასში გერმანულ ენაში წერითი უნარის არ ქონის პრობლემის მიზეზი და როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს მოსწავლეთა წერითი უნარები?
ქვეკითხვები:
1.რა სირთულეებთან არის დაკავშირებული წერითი უნარების არ ქონა და რა პრობლემებს წარმოქმნის ის საგაკვეთილო პროცესში?
2. რამდენად უზრუნველყოფს ამ უნარის განვითარება მოსწავლეთა მოტივაციისა და სწავლა–სწავლების ხარისხის ამაღლებას?
ლიტერატურის მიმოხილვა
მეტყველება, ენა და აზროვნება ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული, ენა აზრის გამოხატვის საშუალებაა. ენას თავისი კანონები აქვს, რომელიც საერთოა ერთ ენაზე მოსაუბრე ადამიანებისათვის. მეტყველება ამოქმედებული ენაა, რომელსაც კონკრეტული ადამიანი სხვადასხვა შინაარსის გამოსახატავად იყენებს. ასხვავებენ წერითსა და ზეპირ მეტყველებას. მეტყველების განვითარება კომპლექსური პროცესია, რომელიც დაბადებიდან იწყება ზეპირი მეტყველების განვითარებით.
დასახული მიზნების უზრუნველსაყოფად უცხოური ენის სწავლება შვიდი მიმართულებით გაიშლება: მოსმენა, კითხვა, წერა, ლაპარაკი, სწავლის სწავლა, კულტურათა დიალოგი, უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება.
მოსმენა, ლაპარაკი, კითხვა, წერა
პირველ ოთხ მიმართულებას (მოსმენა, ლაპარაკი, კითხვა, წერა) აქვს საერთო შიდა სტრუქტურა, რომელიც მოიცავს სამი განსხვავებული ტიპის შედეგს:
კომუნიკაციური შედეგები, რომლებიც გულისხმობს ტექსტების შინაარსის გაგება-გაანალიზებას (კითხვასა და მოსმენაში) და შექმნას (წერასა და ლაპარაკში);
ენობრივი შედეგები, რომლებიც გულისხმობს ტექსტის სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების ამოცნობას (კითხვაში) და გამოყენებას (წერასა და ლაპარაკში);
სტრატეგიული შედეგები, რომლებიც გულისხმობს მოსმენის, კითხვის, ლაპარაკისა და წერის სტრატეგიების დაუფლებას.
ფსიქოლოგების (გალპერინი, ა.ნ.ლეონტიევი, ვიგოტსკი) გამოკვლევების თანახმად ენა აღქმულ იქნა, როგორც «მოღვაწეობა», რომელიც, თავის მხრივ, გარკვეული ოპერაციებისგან შედგება. ენის ასეთი ხედვა მკვეთრად უპირისპირდებოდა ბიჰეივიორიზმს(რომელიც ენის შესწავლას განიხილავს,როგორც ქცევას), იმდენად რამდენადაც ინდივიდი აღქმულ იქნა როგორც ენობრივი ქმედების შედეგად სამყაროს «კონსტრუირების» აქტიური მონაწილე. ა.ა ლეონტიევის მიხედვით ენობრივი ქმედება, ისევე როგორც ადამიანის ნებისმიერი ქმედება წარმოადგენს «საზოგადოებრივ ქმედებას» (Leont’ev, A.A. 1971, 10).
წერითი კომპეტენციის ჩამოყალიბებაზე მუშაობისას განასხვავებენ ორ მომენტს: წერას, როგორც მიზანს და წერას, როგორც საშუალებას მიზნის მისაღწევად.
წერა, როგორცმიზანი
არსებობს წერითი აქტივობები, რომლის დროსაც წერა არის მიზანი.როდესაც ენის შემსწავლელი წერს წერილს, მისი მოქმედების შედეგს წარმოადგენს სწორედ ეს წერილი, რომლის გაგზავნასაც ისისახავს მიზნად.წერის ასეთივე მაგალითებს წარმოადგენს:
• უცხოელ მეგობრებთან სოციალური ქსელის საშუალებით მიმოწერა
• ფორმულარების შევსება;
• საფოსტო ბარათებზე მოკლე წერილების წერა;
• მისალოცი ბარათების წერა;
• სააპლიკაციო ფორმების შევსება და ა. შ.
წერა, როგორც მიზნის მისაღწევი საშუალება
არსებობს უამრავი წერითი აქტივობა, რომლის დროსაც წერა წარმოადგენს არა მიზანს, არამედ რომელიმე ენობრივ საშუალებაზე ვარჯიშს, ანუ მიზნის მიღწევის ერთ-ერთსა შუალებას. მაგალითად, გრამატიკული სავარჯიშოების წერისას ენის შემსწავლელის მიზანს წარმოადგენს
რომელიმე კონკრეტულ გრამატიკულს ტრუქტურებზე ვარჯიში. (შდრ.Gerdes 1984)
მსგავსი ტიპის მაგალითებს წარმოადგენს:
• საკვანძო სიტყვების ჩანიშვნა რაიმეს მოსმენისას;
• სიტყვების ამოკრეფა-დაჯგუფება სატელეფონო საუბრისას, ან რეფერატის მომზადებისას და სხვა.
წერით კომპეტენციაზე მუშაობას უცხოური ენის თანამედროვე გაკვეთილზე ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი უკავია და როგორც მოსწავლისაგან, ასევე მასწავლებლისგანაც საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს.
წერითი მეტყველების განვითარება უცხოური ენის გაკვეთილზე
ხორციელდება რამოდენიმე წერითი აქტივობით:
• ოფიციალური წერილების წერა;
• არაოფიციალური (პირადი) წერილებისა და ბარათების წერა
• ფორმულარების შევსება;
• მოკლე შეტყობინებების წერა მესამე პირთათვის და სხვა.
კომუნიკაციური მიზნების გარდა, უცხოური ენის გაკვეთილზე წერის ქვეშ მოიაზრება ასევე, გაკვეთილისათვის საჭირო სხვადასხვა აქტივობის ხელშეწყობა:
• საშინაო დავალებების წერა;
• ტესტების წერა;
• გრამატიკული და ლექსიკური სავარჯიშოების გაკეთება წერილობით;
• ჩანიშვნების გაკეთება, რომელზე დაყრდნობითაც შემდგომში ენის შემსწავლელი ასრულებს რომელიმე სამეტყველო აქტივობას.
წერის მიზანია, ამასთან, დანარჩენი სამეტყველო უნარ-ჩვევების განვითარებისათვის ხელშეწყობა.
ნეირო ფსიქოლოგიის სფეროში ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ ადამიანის ტვინში არ არსებობს სამეტყველო უნარ ჩვევების იზოლირებულად წარმოდგენილი და დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ცენტრები. ამ ცენტრებს შორის მუდმივად მიმდინარეობს ინტენსიური„კომუნიკაცია“. მოსმენა, ლაპარაკი, კითხვა და წერა, როგორც აქტივობები, ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია და ენის ათვისების პროცესში ისინი ერთმანეთის განვითარებას უწყობენ ხელს. (შდრ. Muller 1989, 35;Kruck 1982, 391)
ქვემოთ წარმოდგენილი დავალებათა ტიპები ემსახურება შემდეგი
კომპეტენციების განვითარებას:
•წერა კომუნიკაციურ-პრაგმატული მიზნებისთვის
––რეალურ საკომუნიკაციო სიტუაციაზე ორიენტირებული წერა:
წერილები, მოსამზადებელი ჩანიშვნები, დასკვნები და სხვა;
––მასალის სიღრმისეული წვდომა და მისი ანალიზი;
•კრეატიული /შემოქმედებითი წერა: თხზულება, თემა და სხვ.
უცხოური ენის გაკვეთილზე წერით კომპეტენციაზე მუშაობა მეთოდურ-დიდაქტიკური თვალსაზრისით უნდა აიგოს სქემით„სიტყვიდან წინადადებამდე; წინადადებიდან ტექსტამდე“. მაშასადამე, წერის პროცესი უნდა იგებოდეს ნაბიჯ-ნაბიჯ, როგორც ეს ამ სქემაშიც ჩანს ნათლად.
კასტის (1999) მიხედვით, სავარჯიშოთა ტიპებს აჯგუფებენ ხუთ კატეგორიად:
1. მოსამზადებელი სავარჯიშოები
პირველ კატეგორიაში შემავალი სავარჯიშოები არ გულისხმობს ტექსტების შექმნას. ისინი ამზადებენ ენის შემსწავლელებს ახალი ტექსტის შესაქმნელად. ამ კატეგორიაში შემავალი სავარჯიშოების მიზანია:
• ახალი ტექსტისათვის აუცილებელი ლექსიკური ერთეულების შეგროვება-დამუშავება და მათზე ვარჯიში;
• ენის შემსწავლელთა არსებული ცოდნის გააქტიურება;
• ორთოგრაფიაზე და პუნქტუაციაზე ვარჯიში (შდრ. Kast 1999, 34).
• სიტყვათა ჯაჭვების შედგენა საგაკვეთილო თემის ირგვლივ(ყოველი დასახელებული სიტყვის ბოლო ასო-ბგერამ უნდა შეადგინოს შემდგომი სიტყვის საწყისი ასო-ბგერა);
• წინადადებების აწყობა ცალკეული სიტყვის დამატებით წყვილებში ან ჯგუფურად(პირველი სიტყვა მოცემულია, ენის შემსწავლელი ამატებს მას მეორე სიტყვას, მეორე ენის შემსწავლელი მესამეს და ასე შემდეგ, ვიდრე ერთ-ერთი ენის შემსწავლელი არ დაასრულებს მოცემულ წინადადებას);
• ნახევრად შევსებული დიაგრამების დასრულება(კონკრეტულ თემაზე მოცემულია დიაგრამა, რომელშიც გარკვეული სიტყვები ლოგიკური თანმიმდევრობითაა დალაგებული. ენის შემსწავლელი უნდა მიხვდეს არსებულ ლოგიკას და დაასრულოს დიაგრამა დარჩენილი სიტყვების ჩაწერით. ეს სავარჯიშო განსაკუთრებით ეფექტურია თემაზე „ოჯახი“ სამუშაოდ, ამ შემთხვევაში მოცემულ დიაგრამას „გენეალოგიური ხე“ წარმოადგენს);
2. სავარჯიშოები, რომლებიც მოსწავლეთა ცოდნის განმტკიცებას
უწყობს ხელს
ამ სავარჯიშოებში წერითი აქტივობები წინადადების დონეზე ხორციელდება. (სქემა: სიტყვიდან წინადადებამდე; წინადადებიდან ტექსტამდე). ამ კატეგორიაში გაერთიანებული სავარჯიშოების მიზანია, დაეხმაროს ენის შემსწავლელს ცალკეული სიტყვებისგან შექმნას სრულფასოვანი
წინადადებები ტექსტის ტიპიდან გამომდინარე და გაითვალისწინოს ამ ტექსტის ტიპისათვის დამახასიათებელი წინადადების წევრების პოზიცია. მნიშვნელოვანია აგრეთვე ის, რომ სწორად ამ ეტაპზე ენის შემსწავლელებმა კარგად გაიაზრონ წინადადების სხვადასხვა წევრის
მნიშვნელობა და ფუნქცია წინადადებაში.ამ ფაზის ტიპურ სავარჯიშოთა მაგალითებია:
სავარჯიშოები, რომელთა მეშვეობითაც ენის შემსწავლელები ყურადღებას გაამახვილებენ წინადადების პირველი წევრის მნიშვნელობაზე, ანუ ტექსტის თითოეული წინადადება უნდა დაიწეროს ახალი ხაზიდან, რის შედეგადაც წინადადების ყოველი პირველი წევრი ერთმანეთი სქვემოთ მოექცევა დ ათვალსაჩინო გახდება,თუ რომელი მათგანი დგას პირველ ადგილზე. (ეს სავარჯიშო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გერმანული ენის შემსწავლელთათვის, სადაც ქვემდებარეს მკაცრად გაწერილი პოზიცია გააჩნია და მისი მდებარეობა რიგ შემთხვევაში ტექსტის ტიპიდან გამომდინარე იცვლება, მაგალითად საგაზეთო სტატიებში/პუბლიკაციებში
დაა.შ.);
• სავარჯიშოები, რომლებშიც წინადადების წევრები არათანმიმდევრულად არის მოცემული. ენის შემსწავლელებმა ისინი გრამატიკული პარადიგმებისა და წესების გათვალისწინებით უნდა დაალაგონ სწორი თანმიმდევრობით. უფრო მაღალ საფეხურებზე შესაძლოა, ენის შემსწავლელებს მოვთხოვოთ წინადადების წევრების დალაგებასთან ერთად მორფოლოგიური და სინტაქსური ცვლილებების განხორციელებაც;
3. მასტრუქტურირებელი სავარჯიშოები
მოცემულ კატეგორიაში გაერთიანებული წერითი აქტივობების მიზანია სრულყოფილი ტექსტების შექმნა. მასტრუქტურირებელი სავარჯიშოების მიზანია, დაანახოს და ასწავლოს ენის შემსწავლელებს, როგორ უნდა მართონ მათ წერისპროცესი, რათა შედეგად მიიღონ ენობრივად კომპლექსური პროდუქტი (შდრ. Kast 1999, 87).
მასტრუქტურირებელ სავარჯიშოთა გავრცელებული ტიპებია:
• მოცემული დიალოგის მიხედვით მოთხრობის შექმნა;
• ტექსტის დასრულება;
• მოცემული ტექსტის სხვა ადამიანის ან გმირის პერსპექტივიდან დაწერა;
• მოცემულ სურათებზე ისტორიების მოფიქრება დამათი დაწერა.
4. თავისუფალი და შემოქმედებითი წერა
თავისუფალი და შემოქმედებითი წერა ხშირად სინონიმური მნიშვნელობით გამოიყენება, თუმცა ისინი მხოლოდ ერთმანეთის შემავსებელი და გადამკვეთი ცნებებია(Kast 1999, 126).
თავისუფალი წერის ცნებას სხვა და სხვა დიდაქტიკოსი განსხვავებულად ახასიათებს. ასე, მაგალითად, პორტმანი (1991) თავისუფალ წერას შემდეგნაირად განსაზღვრავს: „ზოგისთვის თავისუფალი წერა გულისხმობს არამიზანმიმართულ წერას, რომლის დროსაც ენის შემსწავლელები არანაირ დირექტივებს და მითითებებს არ მიჰყვებიან და არ ეყრდნობიან რაიმე მოცემულობას, არამედ მხოლოდ იმას წერენ, რისი დაწერაც მათ სურთ. მაშინ, როდესაც სხვები თავისუფალ წერაში გულისხმობენ მიღებული ცოდნის გამოყენებას, რომლის მიღწევამდე ენის შემსწავლელებმა უკვე შეასრულეს მოსამზადებელი დავალებები.“ თავად პორტმანი თავისუფალ წერაში გულისხმობს „წერას ყოველგვარი ჩარჩოების გარეშე“.(შდრ. Portmann 1991, 201) შემოქმედებითი წერა ხშირად საინტერესო და სამოტივაციო იმპულსით იწყება. ეს შეიძლება იყოს რაიმე სურათი, ნახატი, მუსიკა, საინტერესო გამონათქვამი ან ციტატა, მოკლე ტექსტი თუ სხვა.
კომუნიკაციურ წერაში შედის ყველა ის წერითი აქტივობა, რომელიც ენის შემსწავლელებს მიზანმიმართულად ამზადებს რეალურ ცხოვრებაში კომუნიკაციისათვის. კომუნიკაციურ წერას ეკუთვნის:
• წერილების წერა (ოფიციალური და პირადი წერილები),
• საფოსტო ბარათების წერა,
• საკლასო კორესპონდენცია,
• ფორმულარები სშევსება,
• მოსაწვევების წერა,
• პროტოკოლების წერა,
• ტაბელარული ავტობიოგრაფიების წერა და სხვა.(შდრ. Kast 1999, 139).
უცხოური ენის მასწავლებელი დასახული შედეგის ეფექტურად მიღწევის მიზნით ენის შემსწავლელთა განსხვავებული ტიპების არსებობის გამო რიგ შემთხვევებში უნდა ახდენდეს აქტივობების დიფერენცირებას.დიფერენცირებული მიდგომები წერით კომპეტენციაზე მუშაობისას დამოკიდებულია:
•აქტივობისთვის განკუთვნილ დროზე(ერთი შემსწავლელი უფრო სხარტია და ნაკლებ დროს ანდომებს დავალების შესრულებას, ვიდრე მეორე);
• ენის ფლობის დონეზე(ჯგუფში თუ ერთი შემსწავლელი უფრო „ძლიერია“, ხოლო მეორე შედარებით „სუსტი“);
• მოსწავლეთა ინტერესებზე (შემსწავლელების ინტერესთა სფერო ხშირად განსხვავდება ერთმანეთისაგან. სასურველია მასწავლებელი ამ ფაქტორსაც ითვალისწინებდეს);
• სწავლების სოციალურ ფორმებზე (ზოგს ინდივიდუალურად მუშაობა ურჩევნია და უკეთეს შედეგს იღებს, მაშინ როცა სხვები უპირატესობას ანიჭებენ წყვილებში ან პატარა ჯგუფებში მუშაობას).(ეკატ.შავერდაშვილი „უცხო ენების სწავლების საფუძვლები“ თბილ.2014წ.)
ცნობილი მეთოდისტის ელის ოშიმას მიხედვით, წერა პროგრესული აქტივობაა. წერის დაწყებამდე ჩვენ ჯერ ვფიქრობთ, თუ რა უნდა დავწეროთ, როგორ ვაპირებთ ჩვენი ნაფიქრის გადმოცემას. წერის დასრულების შემდეგ კი ვკითხულობთ ნაწერს და შეგვაქვს შესწორებები და ცვლილებები. ამდენად, როგორც ოშიმა მიიჩნევს, წერის აქტივობა მხოლოდ ერთი საფეხურით არ შემოიფარგლება. იგი რამდენიმე ეტაპს მოიცავს.
აქტივობები წერის დაწყებამდე (Pre-writing) - კითვების დასმა და ჩანაწერების გაკეთება. ამ ეტაპზე ხდება საწერი თემის შესახებ აზრებისა და იდეების თავმოყრა. ამ დროს ძალიან ეფექტურია თანაკლასელებთან დისკუსიის გამართვა და ჩანაწერების გაკეთება.
წერითი დავალების წინა ფაზა მოიცავს შემდეგ საფეხურებს:
• საწერი თემის შერჩევა, რის შესახებ ვაპირებთ წერას, მაგალითად, განათლების სისტემა,საბანკო სისტემა თუ სხვა.
• თემის დავიწროება, კონკრეტიზაცია, მაგალითად, განათლების სისტემიდან- მანდატურები სკოლებში
• გონებრივი იერიში
• აზრების გონებიდან ფურცელზე გადატანა
• იდეების ჩამონათვალის გაკეთება
• დაჯგუფება/მაინდ მეფინგი
• აზრებთა გაზიარება/ თანატოლებთან განხილვა და საუკეთესო იდეების არჩევა
• აზრთა ლოგიკური ორგანიზება
• ძირითადი,მთავარი წინადადების ამორჩევა და მისი სათანადო მაგალითებითა და დეტალებით გამდიდრება
• ნაწერის გეგმის შემუშავება
• წერის დაწყება
თავად წერის პროცესი (while-writing) კი, როგორც ოშიმა განსაზღვრავს, მოიცავს შემდეგს:აზრების თავმოყრა,ორგანიზება და მონახაზის გაკეთება, მონახაზში შესწორებების შეტანა, მეორე მონახაზის გაკეთება და მასში შესწორებების შეტანის შემდეგ, უკვე საბოლოო ვარიანტის შემუშავება.
რაც შეეხება წერის შემდგომ დავალებებს(after-writing),სასურველია, რომ მოხდეს დაწერილი თემების მოსწავლეებთან ერთად განხილვა-ანალიზი. თემასთან დაკავშირებით დისკუსიის მოწყობა.
საინტერესოა, რა როლს ასრულებს მასწავლებელი წერითი დავალების შესრულების დროს? აღსანიშნავია, რომ სათანადო წერითი დავალების შერჩევის შემდეგ მასწავლებელმაუნდა:
• გააცნოს მოსწავლეებს შერჩეული დავალება და მისი არსი
• მოსწავლეები ვერბალურად მოამზადოს წერისთვის, მისცეს გარკვეული მიმართულება,სასურველია მოხდეს შესასრულებელი დავალების ნიმუშის განხილვა
• განუმარტოს ბავშვებს დავალების შესრულების ფორმა (ინდივიდუალურად,წყვილებში თუ ჯგუფებად უნდა იმუშაონ)
• განსაზღვროს მოსწავლეთა ნაწერების შესწორების ფორმები (D. Byrne, 1993).
კვლევის ვადები
N აქტივობა იანვარი თბერვალი მარტი აპრილი მაისი
1 პრობლემის იდენტიფიცირება •
2 კვლევის გეგმის შედგენა •
3 კითხვარების შემუშავება •
4 გამოკითხვა •
5 მონაცემთ ანალიზი •
6 ინტერვენციების დაგეგმვა •
7 ინტერვენციების განხორციელება • • •
8 შედეგების ანალიზი • • •
9 დასკვნა •
10 პრეზენტაცია •
კვლევის მეთოდები
როგორც ცნობილია,კვლევის სხვადასხვა მეთოდი არსებობს და ამდენად სხვადასხვა კვლევას უნდა შევუსაბამოთ სათანადო მეთოდი,რათა საკვლევი პრობლემა შესაბამისად იქნეს გამოკვეთილი და მოგვარებული შეძლებისდაგვარად.
ამჯერად,ვფიქრობ,არსებული მეთოდებიდან ჩემი კვლევისათვის უპრიანია თვისებრივი მეთოდი,კერძოდ „ფოკუს ჯგუფი“ მასწავლებელთა აზრის გასაგებად გერმანული ენის , რუსული ენის და ინგლისური ენის მასწავლებლისათვის.
და ასევე გამოვიყენე რაოდენობრივი კვლევის მეთოდი,კერძოდ: ანკეტირება მე-7 კლასის 10 მოსწავლისათვის,მიზნად ისახავდა დამედგინა როგორი იყო მოსწავლეთა დამოკიდებულება ,ჩემ მიერ მიცემული წერითი დავალებების მიმართ ,რამდენად ვითვალისწინებდი მათ ინტერესებს და აკმაყოფილებდათ თუ არა ჩემ მიერ შეთავაზებული აქტივობები და რესურსები
როგორც უკვე აღვნიშნე, ჩემი კვლევის ფარგლებში გამოვკითხე რამოდენიმე მასწავლებელი . მათ შეავსეს კითხვარები -13 დახურული ტიპის კითხვა. (იხ.დანართი 1.);
ასევე სიღრმისეული ინტერვიუს საფუძველზე შევეცადე კითხვარში მოცემულ კითხვებზე უფრო სრულყოფილი პასუხები მიმეღო. (იხ.დანართი 2);
კითხვარების შევსებამდე და ინტერვიუს წინა პერიოდში კოლეგებს გავაცანი ჩემი მიზანი და ვთხოვე მაქსიმალურად გულახდილები ყოფილიყვნენ,რათა დამხმარებოდნენ პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებაში.
კითხვარში მოცემულ კითხვაზე რამდენად მნიშვნელოვანია ოთხივე ძირითადი ენობრივი უნარ-ჩვევის (კითხვა,მოსმენა,ლაპარაკი,წერა) განვითარება უცხო ენის სწავლებისას გამოკითხულ მასწავლებელთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა.
ჩემს მიერ გამოკითხული მასწავლებლების 26,7% მიიჩნევს, რომ ერთი გაკვეთილის მსვლელობისას აუცილებელია ოთხივე ძირითადი უნარ-ჩვევის განმავითარებელი აქტივობების გამოყენება; 73.3% მიაჩნია, რომ ერთი გაკვეთილის ფარგლებში, 40-45 წუთის განმავლობაში წარმოუდგენელია ოთხივე უნარის განმავითარებელი დავალებების შესრულება.
აღსანიშნავია, რომ გამოკითხვაში მონაწილე ყველა მასწავლებელი მიიჩნევს, რომ მოსწავლემ წერის დროს თანაბარი ყურადღება უნდა მიაქციოს როგორც ნაწერის შინაარს, ისე ცალკეულ სიტყვებს, ნაწერის სტრუქტურას და პუნქტუაციას.
საკმაოდ დიდი რაოდენობა 80% მოსწავლეებს ასწავლის წერის სტრატეგიების შემუშავებას (ნაწერის დაგეგმვა, გეგმის გაშლის ხერხები, თვითკორექციის ხერხები, ფორმისა და შინაარსისადმი ყურადღების რაციონალური განაწილება), მხოლოდ გამოკითხულთა 20% უთმობს ზოგჯერ დროს მსგავსი სტრატეგიების გაცნობასა და სწავლებას.
წერის აქტივობების შესრულების სიხშირესთნ დაკავშირებით.გამოკითხულთა 33.3% წერის აქტივობებს ყოველ გაკვეთილზე ასრულებს, 46.7% კვირაში ერთხელ, ხოლო 20% თვეში ერთხელ.
თუ რამდენად ახერხებენ მასწავლებლები ნაწერში შესწორების შემდეგ, მოსწავლეების მიერ დაშვებული შეცდომების მათთან ერთად განხილვას.რესპოდენტთა 53.3% თვლის რომ ყოველთვის ახერხებს, ხოლო 46.7% კი - თითქმის ყოველთვის.
მასწავლებელთა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მათიმოსწავლეების უმეტესობას წერითი დავალების შესრულების დროს ყველაზე მეტად აქვთ გრამატიკული და მართლწერის შეცდომები თანაბარი პროცენტული მაჩვენებლით,შემდეგ მოდის ლექსიკური მარაგის ნაკლებობა და აზრობრივი გაუმართაობა,ნაწერის სტრუქტურის გაუმართაობა და ბოლოს ერთი აბზაციდან მეორეზე ლოგიკურად გადასვლის არცოდნა.
ჩემს მიერ გამოკითხულ მასწავლებელთა 66.7 % თვლის, რომ მის მოსწავლეებს შეუძლიათ არაოფიციალური წერილის, ესეს, ავტობიოგრაფიის წერა, საკუთარი აზრის გადმოცემა, 20% მიიჩნევს, რომ მის მოსწავლეებს ეს უნარი მეტ-ნაკლებად აქვთ განვითარებული, ხოლო 13.3%-ს კი უჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.
ჩემ მიერ დასმულ კითხვაზე სახელმძღვანელო რამდენად ეფექტიანად უვითარებს ბავშვებს წერის უნარს,60%-მა დადებითი პასუხი გასცა, 13.3% მიაჩნია, რომ მათ მიერ შერჩეული სახელმძღვანელოები არ არის შედეგის მომცემი ამ კუთხით, ხოლო დანარჩენ 13.3% კი თვლის, რომ სახელმძღვანელო მეტ-ნაკლებად უწყობს ხელს წერის უნარის განვითარებას.
გამოკითხულ მასწავლებელთა 46.7%-ს სისტემატიურად შეაქვს დამატებითი მასალა, რომ მოსწავლეებმა უკეთესად წერონ, 33.3%-ს საერთოდ არ შეაქვს, ხოლო 20% მიიჩნევს, რომ სახელმძღვანელოში მოცემული დავალებები სავსებით საკმარისია.
რაც შეეხება დამატებითი მასალის შეტანის ინტენსივობას, 13.3% ამას ახერხებს 2 თვეში ერთხელ, 40% კვირაში ერთხელ, ხოლო 13.3% თითქმის ყველა გაკვეთილზე და იგივე პროცენტული მაჩვენებელი - თვეში ერთხელ.
ფიქრობთ, რომ თქვენი მოსწავლეების უმრავლესობის უცხო ენაზე წერის უნარ_ჩვევის განვითარების დონე შეესაბამება სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს?რესპოდენტთა უმრავლესობა, დაახლოებით 46.7% მიიჩნევს, რომ მისი მოსწავლეები სავსებით აკმაყოფილებენ სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, 26.7%-მა უარყოფითი პასუხი გასცა ამ კითხვას, ხოლო დაახლოებით იგივე პროცენტულმა რაოდენობამ დააფიქსირა, რომ უჭირს პასუხის გაცემა.
სიღრმისეული ინტერვიუს დროს დასმულ პირველ კითხვაზე, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი წერის უნარ-ჩვევის განვითარება მასწავლებელთა უმრავლესობის პასუხები საკმაოდ ამომწურავი იყო. მასწავლებლები მიიჩნევენ, რომ ბავშვებს უნდა განუვითარდეთ წერის უნარი რათა:
• მსოფლიოში მცხოვრები სხვადასხვა ადამიანები მათ საკუთარ ენაზე საუბრობენ. ადამიანები განსხვავდებიან მათი რელიგიით, რასობრივი წარმომავლობით თუ კულტურული მემკვიდრეობით. იმისთვის რომ ერთმანეთის კარგად ესმოდეთ და კომუნიკაცია დაამყარონ ერთმანეთთან საჭიროა ერთი საერთო ენა. მილიონობით ადამიანი საუბრობს არა მარტო მშობლიურ ენაზე, არამედ იცის სხვა უცხო ენაც. თანამედროვე საზოგადოების აუცილებელ მოთხოვნას ერთი, ან რამდენიმე უცხო ენის ცოდნა წარმოადგენს. ამიტომ, ადამიანები მიზნად ისახავენ მაქსიმალურად მოკლე დროში შეისწავლონ რომელიმე ფართოდ გავრცელებული, პოპულარული უცხოური ენა, რათა მოახდინონ საკუთარ პიროვნულ შესაძლებლობათა რეალიზება და დაიმკვიდრონ ადგილი თანამედროვე საზოგადოებაში.
• საქართველოც სხვა ქვეყნების მსგავსად აღიარებს საერთო ევროპულ ღირებულებებს. განათლების სფეროში ერთ-ერთი ამგვარი ღირებულებაა დამოუკიდებლად მოაზროვნე, მსჯელობის, კრიტიკული აზროვნების მქონე პიროვნების აღზრდა, რომელსაც ექნება უნარი ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას. ამ მიზნის მიღწევაში ყველა სასწავლო საგანმა წვლილი უნდა შეიტანოს არა მხოლოდ საუნივერსიტეტო, არამედ უკვე სასკოლო დონეზე. ცხადია, ამ მიზანს უნდა ემსახურებოდეს უცხო ენის სწავლებაც. უფრო მეტიც უცხო ენის ფლობის გარეშე წარმოუდგენელია ევროპულ სივრცეში ინტეგრირება და პიროვნული შესაძლებლობების სრულფასოვანი რეალიზება.
• ჩვენს ქვეყანაში უცხო ენის სწავლებას ოდითგანვე დიდი მნიშვნელობა ექცეოდა. ახლა კი გლობალიზაციის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ისეთი პატარა ქვეყნის მომავალმა თაობამ, როგორიც საქართველოა, იცოდეს და კარგად ფლობდეს მსოფლიოში არსებულ დომინანტ ენებს.
სიღრმისეულ ინტერვიუში მოცემულ მომდევნო კითხვაზე წერითი დავალების შესრულების წინ რომელ სტრატეგიებს იყენებენ ყველაზე ხშირად მასწავლებელთა უმრავლესობამ უპასუხა,რომ ეს სტრატეგიები ძირითადად მაინც დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპის წერითი დავალება აქვთ მოსწავლეებს შესასრულებელი.
რაც შეეხება წერის შემდგომ დავალებებს,გამოკითხულთა 80% აღნიშნა,რომ ახდენენ დაწერილი თემების მოსწავლეებთან ერთად განხილვა-ანალიზი. თემასთან დაკავშირებით აწყობენ დისკუსიას.
გაკვეთილზე ჩართულმა დაკვირვებამ და წერის უნარის განვითარების სტრატეგიებზე დაკავშირებულმა ლიტერატურის ანალიზმა მაფიქრებინა, რომ მოსწავლეთა წერის უნარის განვითარების პრობლემას იწვევს ჩემი მწირი ინფორმირება წერის სტრატეგიების შესახებ,კერძოდ კი მისი ეტაპობრივი განვითარების სტრუქტურის ცოდნა.
მოსწავლეთა გამოკითხვა და მისი შედეგები
კითხვაზე, გერმანული ენის გაკვეთილზე რამდენად მოსწონთ ბავშვებს წერითი დავალების შესრულება - გამოკითხულთა 22.2% ყოველთვის მოსწონს,მიუხედავად იმისა თუ რა ტიპის წერითი დავალება აქვს შესასრულებელი. 33.3% მოსწონს ხშირად, მაგრამ არა ყოველთვის, 28.3%-ს იშვიათად, ხოლო 16.2%-ს არასოდეს.
კითხვაზე რა გაგიადვილებს წერას,მოსწავლეთა გამოკითხვამ აჩვენა, წერითი დავალების შესრულების დროს ყველაზე მეტად სჭირდებათ მსგავსი ტექსტების არსებობა,შემდეგ მოდის აზრებთა გაზიარება თანატოლებთან,იდეების ჩამონათვალის გაკეთება, და თანაბარი წილით ლექსიკური მარაგით დახმარება და გრამატიკულად გამართული წინადადებები.
შემდეგ კითხვაზე, თუ რამდენად შეესაბამება მოსწავლის ინტერესებს ჩემს მიერ გამოყენებული წერითი დავალებები გამოკითხულთა 15% უპასუხა- ყოველთვის,
48,6% -ხშირად,მაგრამ არა ყოველთვის,იშვიათად 33,4 და 3% არასოდეს.
რაც შეეხება ჩემ მიერ წარმოდგენლი წერითი დავალებების სიხშირის საკმარისობას შედეგები ასე გადანაწილდა: დიახ,საკმარისია 89,7%, ხოლო მოსწავლეთა 10,3% -თვის არ არის საკმარისი ჩემს მიერ კლასში შეტანილი წერითი დავალებების სიხშირე.
კითხვაზე, როგორ ფიქრობ,თავისუფალი წერის დროს(მაგ: „ჩემი საყვარელი სასკოლო საგანი“) , აზრს მშობლიურ ენაზე ბევრად უკეთესად გადმოცემდი? პასუხები შემდეგნაირი პროცენტული მაჩვენებლით გადანაწილდა:
ხოლო რაც შეეხება წერითი დავალებების მრავალფეროვნებასა და მათ სახალისოობას გამოკითხულთა 16,3% უპასუხა,რომ ჩემ მიერ შეთავაზებული წერითი დავალებები ყოველთვის სახალისო და მრავალფეროვანია, 44,3% მიიჩნევს,რომ ხშირად სახალისო და სხვადასხვაგვარია,მაგრამ არა ყოველთვის და 39,4 % ფიქრობს,რომ თითქმის ერთი და იგივე ტიპის დავალებებია. საბედნიეროდ არავინ მიიჩნევს,რომ ეს დავალებები არასდროს არ არის სახალისო
კვლევის მიგნებები და შედეგების ანალიზი
როგორც უკვე ავღნიშნეთ, ენის სრულყოფილი ცოდნისთვის აუცილებელია მოსწავლეს განვითარებული ჰქონდეს ოთხი ძირითადი უნარ-ჩვევა (კითხვა,მოსმენა,ლაპარაკი,წერა). წერის, როგორც რეცეპციული უნარის განვითარება საკმაოდ მნიშვნელოვანი და რთული პროცესია, ვინაიდან ის მოითხოვს ყველა დანარჩენი უნარების ცოდნას.
• როგორც ჩანს, და როგორც მასწავლებელთა პასუხებიდან ირკვევა,მათ მოსწავლეებს შედარებით კარგად აქვთ განვითარებული უცხო ენაზე წერის უნარი და წერის სტრატეგიებსაც იყენებენ.
• ვერ ვახერხებ /ან არასაკმარის ყურადღებას ვაქცევ მოსწავლეთა წერის უნარების განვითარებას
• კვლევამ აჩვენა, რომ ჩემი კოლეგები უცხოურ ენაზე წერის უნარის განვითარებას დიდ ყურადღებას აქცევენ,
• ასწავლიან ბავშვებს წერის სხვადასხვა სტრატეგიებს,
• ხოლო ნაწერის შესწორების შემდეგ ხდება შესწორებული ვარიანტის მოსწავლეებთან ერთად განხილვა-ანალიზი.
ჩემი მოსწავლეების პასუხებიდან ირკვევა,რომ
• მნიშვნელოვანია:თანაკლასელებთან თანამშრომლობა წერითი დავალებების შესრულების დროს;
• მათ მიერ დაშვებული შეცდომების სიღრმისეული ანალიზი
• მრავალფეროვანი და სახალისო დავალებები
• პრობლემაა წერითი სტარატეგიების შესახებ მწირი ინფორმაცია
ინტერვენციები
რაკი კვლევის მიგნებები და პრობლემების გამოვლენა შევძელი, შემდგომ ეტაპზე მიზნად დავისახე- ინტერვენციების სტრატეგიების შემუშავება, დანერგვა და მათი ეფექტიანობის შეფასება.
სტრატეგიები და რეკომენდაციები ასეთი იყო:
• წერითი დავალებები სასურველია იყოს მრავალფეროვანი და საინტერესო კუთხით მიწოდებული მოსწავლეებისთვის, მათი ინტერესებიდან და ასაკიდან გამომდინარე.
• კარგი იქნება თუ წერის, როგორც ყველა დანარჩენი უნარების (კითხვა, მოსმენა, ლაპარაკი) შემაჯამებელი უნარის განვითარებას უფრო მეტ დროს დავუთმობ.
• გავცნობოდი წერითი სტრატეგიების შესახებ ლიტერატურას ,კერძოდ ეკატერინე შავერდაშვილის „უცხოური ენების სწავლების საფუძვლები.“
• გავსაუბრებოდი ჩემს კოლეგა უცხო ენების მასწავლებლებს, რომელთა მოსწავლეებსაც ჰქონდათ გარკვეული მიღწევები.
• დავსწრებოდი მათ მიერ ჩატარებულ გაკვეთილებს, მეწარმოებინა აღწერითი დაკვირვება.,მიგნებები გამეანალიზებინა და მიმეცა უკუკავშირი.( დამენერგა პრაქტიკაში)
• გამევლო შესაბამისი ტრენინგი.
• სასურველია შევძლო ყველა მოსწავლის წერითი დავალების მოსმენა და შემოწმება და არა მხოლოდ რამდენიმე ბავშვის ნაწერის.
• სავარაუდოდ შედეგი უფრო კარგი იქნება თუ ბავშვებს ეცოდინებათ წერის სტრატეგიები და მიეჩვევიან მათ გამოყენებას.
ინტერვენციების შეფასება
ჩემ მიერ წერის სტრატეგიების სიღრმისეულმა შესწავლამ და ამ სტრატეგიების მოსწავლეებამდე მიტანამ ამ ეტაპისთვის შემდეგი შედეგი გამოიღო:
• მოსწავლეები მეტი ხალისით და შედარებით მარტივად ასრულებენ წერილობით დავალებებს.
ბავშვები საკმაოდ ეფექტურად იყენებენ წერის შემდეგ სტრატეგიებს:
• საჭირო ინფორმაციის გონებაში მოძიება
• დამატებითი წყაროების გამოყენება
• იმფორმაციის და იდეების მოძიების შემდეგ მათი ლოგიკური დაკავშირება
• ტექსტის გეგმაზე დაფუძვნებით წერა
• ნაწერის თანაკლასელებთან ერთად განხილვა და მათი აზრების გათვალისწინება
• ნაწერის საბოლოო ვარიანტის შემუშავება.
გამოყენებული ლიტერატურა:
1. ეკატერინე შავერდაშვილის „უცხოურიენებისსწავლებისსაფუძვლები.“
2. მრავალენოვანი განათლება ევროპაში, თბილისი, გამომცემლობა „საიმედო’’, 2008
3. ნებიერიძე გ. ენათმეცნიერება, თბილისი
4. უცხო ენების ფლობის ზოგადევროპული კომპეტენციები: შესწავლა, სწავლება, შეფასება, თბილისი, „გამომცემლობა საიმედო’’, 2008, 204
5. 110. Kast, B. (1999): Fertigkeit Schreiben, Fernstudieneinheit 12. Berlin.
6. Oshima A, Introduction to Academic Writing,
7. https://www.goethe.de/ins/ge/ka/spr/wdl.html
დანართი1
კითხვარი მასწავლებლებისთვის
ანონიმურობა დაცულია
1.თანაბრად მნიშვნელოვანია ოთხი ძირითადი ენობრივი უნარ-ჩვევის (კითხვა, მოსმენა, წერა, ლაპარაკი) განვითარება უცხო ენის სწავლებისას?
1. დიახ
2. არა
3. მიჭირს პასუხის გაცემა
2. ერთი გაკვეთილის მსვლელობისას, აუცილებელია ოთხივე ძირითადი უნარ-ჩვევის განმავითარებელი აქტივობების გამოყენება?
1. დიახ
2. არა
3. მიჭირს პასუხის გაცემა
3.რას უნდა მიაქციოს წერის დროს მოსწავლემ უფრო მეტი ყურადღება?
1. შინაარსი
2. ცალკეული სიტყვები
3. ნაწერის სტრუქტურა
4. პუნქტუაცია
5. ოთხივე
6. სხვა...................................................................................................................................................
4. ასწავლით მოსწავლეებს წერის სტრატეგიების შემუშავებას (ნაწერის დაგეგმვა, გეგმის გაშლის ხერხები, თვით კორექციის ხერხები, ფორმისა და შინაარსისადმი ყურადღების რაცოინალური განაწილება) ?
1. კი 2.არა 3.ზოგჯერ
5. წერის აქტივობებს ასრულებთ:
1. ყოველ გაკვეთილზე
2. კვირაში ერთხელ
3. თვეში ერთხელ
4. არასდროს
6.ნაწერის შესწორების შემდეგ, მოსწავლეების მიერ დაშვებული შეცდომების მათთან ერთად განხილვას ახერხებთ:
1. ყოველთვის
2. თითქმის ყოველთვის
3. იშვიათად
4. ძალიან იშვიათად
5. არასოდეს
7. ძირითადად რა ტიპის შეცდომებს უშვებენ თქვენიმოსწავლეები (დასაშვების რამდენიმე პასუხი)?
• ნაწერის სტრუქტურის გაუმართაობა
• აზრობრივი გაუმართაობა
• ლექსიკური მარაგის ნაკლებობა
• გრამატიკული შეცდომები
• მართლწერა
• ერთი აბზაციდან მეორეზე ლოგიკურად გადასვლის არცოდნა
• სხვა ..............................................................................................................................................
8. მოსწავლეებს შეუძლიათ არაოფიციალური წერილის, ესეს, ავტობიოგრაფიის წერა,საკუთარი აზრის გადმოცემა და მისი ლოგიკური დასაბუთება?
1. კი
2. არა
3. მიჭირს პასუხის გაცემა
9. მოსწავლეები ფლობენ და იყენებენ ქვემოთ ჩამოთვლილ წერის ეფექტურ სტრატეგიებს წერის პროცესში (დასაშვებიარამდენიმეპასუხი)?
• საჭირო ინფორმაციის გონებაში მოძიება
• დამატებითი წყაროების გამოყენება
• ინფორმაციისა და იდეების მოძიების შემდეგ მათი ლოგიკური დაკავშირება
• ტექსტის გეგმაზე დაფუძვნებით წერა
• ნაწერის თანაკლასელებთან ერთად განხილვა და მათი აზრების გათვალისწინება
• ნაწერის საბოლოო ვარიანტის შემუშავება
10. სახელმძღვანელო ეფექტურად უვითარებს ბავშვებს უცხო ენაზე წერის უნარს?
1. კი
2. არა
3. მიჭირსპასუხისგაცემა
11. შეგაქვთ დამატებითი მასალა, რომ ბავშვებს უკეთესად განუვითარდეთ წერის უნარი?
1. კი
2. არა
3. ვთვლი,რომსახელმძღვანელოში მოცემული დავალებები სავსებით საკმარისია.
12. მოსწავლეებთან დამატებითი მასალის შეტანას ახერხებთ:
1. 2 თვეში ერთხელ
2. თვეში ერთხელ
3. კვირაში ერთხელ
4. თითქმის ყოველ გაკვეთილზე
13. ფიქრობთ, რომ თქვენი მოსწავლეების სუმრავლესობის უცხო ენაზე წერის უნარ_ჩვევის განვითარების დონე შეესაბამება სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს?
1. კი
2. არა
3. მიჭირსპასუხისგაცემა
დიდიმადლობა!
დანართი 2
კითხვები მასწავლებელთა სიღრმისეული ინტერვიუსათვის.
1. თქვენი აზრით, რატომ არის მნიშვნელოვანი წერის უნარ-ჩვევის განვითარება?
2. წერითი დავალების შესრულების წინ რომელ სტრატეგიებს იყენებთ ყველაზე ხშირად?
3. რა ტიპის აქტივობებს ასრულებთ წერისშემდეგ?
დანართი3
კითხვები მოსწავლეებისათვის
1. გერმანული ენის გაკვეთილზე რამდენად მოგწონს წერითი დავალების შესრულება (მიუხედავად იმისა თუ რა ტიპის წერითი დავალება გაქვს შესასრულებელი)?
1.ყოველთვის
2.ხშირად, მაგრამ არა ყოველთვის
3. იშვიათად,
4.არასოდეს.
2. რა გაგიადვილებს წერას (დასაშვებია რამდენიმე პასუხი)?
• მსგავსი ტექსტების არსებობა
• აზრებთა გაზიარება თანატოლებთან,
• იდეების ჩამონათვალის გაკეთება,
• ლექსიკური მარაგითდახმარება
• გრამატიკულად გამართული წინადადებები.
3. რამდენად შეესაბამება შენს ინტერესებს ჩემ მიერ გამოყენებული წერითი დავალებები?
1.ყოველთვის
2.ხშირად, მაგრამ არა ყოველთვის
3. იშვიათად,
4.არასოდეს.
4. ფიქრობ,რომ საკმარისია ჩემ მიერ წარმოდგენლი წერითი დავალებების სიხშირე?
1.დიახ
2.არა
3.მიჭირს პასუხის გაცემა
5. როგორ ფიქრობ,თავისუფალი წერის დროს(მაგ: „ჩემი საყვარელი სასკოლო საგანი“) , აზრს მშობლიურ ენაზე ბევრად უკეთესად გადმოცემდი?
1.დიახ
2.არა
3.მიჭირს პასუხის გაცემა
6. რამდენად სახალისო და მრავალფეროვანია შენთვის ჩემ მიერ შემოთავაზებული წერითი დავალებები?
1.ყოველთვის სახალისო და სხვადასხვაგვარია
2.ხშირად სახალისო და სხვადასხვაგვარია,მაგრამ არა ყოველთვის
3.თითქმის ერთი და იგივე ტიპის დავალებებია
4.არასოდეს არ არის სახალისო.
დიდი მადლობა,ძალიან დამეხმარე :)
კვლევის რეფლექსია
დღევანდელი განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებმა დიდი როლი ითამაშა ჩემ მიერ წარმოებული კვლევის წამოწყებაში.
გამომდინარე იქიდან,რომ ეს ჩემი პედაგოგიური მოღვაწეობის განმავლობაში პირველი კვლევაა,გასაკვირი არ უნდა იყოს,რამდენად დიდ შრომასა და ძალისხმევას მოითხოვდა მისი წარმოება ჩემგან.
კვლევის დაწყებამდე,როცა შემდეგი შეკითხვები დავუსვი საკუთარ თავს:
• ჩემი პედაგოგიური პრაქტიკიდან რომელია პრიორიტეტული საკითხი, რომლითაც უნდა დავიწყო კვლევა?
• გასწვდება ჩემი ძალები და შესაძლებლობები ამ საკითხის კვლევას?
• ჩემი კოლეგებიდან ვის შემიძლია მივმართო დახმარებისთვის?
• კიდევ რომელი კოლეგისთვის/კოლეგებისთვის იქნება ჩემ მიერ შერჩეული საკითხი პრიორიტეტული, რათა ერთობლივად დავგეგმოთ კვლევა?
• რამდენად მაქვს/გვაქვს წარმატების შანსი?,
მივხვდი,რომ ძალიან საპასუხისმგებლო და შრომატევად საქმეს „შევეჭიდე“.
საკვლევი საკითხის განისაზღვრა მისი აქტუალობიდან, მოქმედების არეალის ,დაძლევადობის შესაძლებლობებიდან, მოსწავლეთა პრობლემების შესაბამისობიდან და ჩემი საჭიროებიდან გამომდინარე რთული არ ყოფილა.
რაც შეეხება ჩემს ძალებს და შესაძლებლობებს, ვფიქრობ,რომ მეტ-ნაკლებად გასწვდა საკითხის კვლევას და ჩემ მიერ აღებული საკითხი „გერმანული წერითი უნარების განვითარება სწავლების საბაზო საფეხურზე“ ,მიმაჩნია,რომ ბევრი პედაგოგისთვის პრიორიტეტული უნდა ყოფილიყო,თუნცა კვლევის თანამონაწილეობის მსურველი არავინ აღმოჩნდა.რამდენიმე პედაგოგმა მითხრა,რომ მათ უკვე დიდი გამოცდილება დააგროვეს საკუთარი ხანგრძლივი პედაგოგიური მოღვაწეობის განმავლობაში და საკუთარ გამოცდილებას გამიზიარებდნენ. ნამდვილად გამომადგა მათთან წარმართული სიღრმისეული ინტერვიუ საკუთარი „ნაკლოვანებების“ გამოვლენაში. ერთი მათგანი კითხვარების შემუშავებაშიც დამეხმარა.
ვერ მოვახერხე აღნიშნული მოდულით ტრენინგის გავლა. ვფიქრობ პროფესიონალ ტრენერებთან რამდენიმე საათი კიდევ მეტად დამეხმარებოდა მიზნის მიღწევაში.
ხოლო არსებულ თემაზე ლიტერატურის გაცნობამ მომცა შესაძლებლობა,მოსწავლეებისთვის მესწავლებინა წერის სტრატეგიები და განმეხორციელებინა მრავალფეროვანი წერითი დავალებები,რომლებმაც ნაბიჯ-ნაბიჯ მიაახლოვა ჩემი მოსწავლეები თავისუფლად წერასთან.
No comments:
Post a Comment