Sunday, October 20, 2013

ტრენინგის პირველი მოდულის რეფლექსია

              ტრენინგები მნიშვნელოვან როლს ასრულებს მასწავლებლის პროფესიულ განვითარებაში.მასწავლებელი უნდა ეძიებდეს ყოველთვის რაღაც ახალს,სწორედ ამ ახლის ძიებაში დამეხმარება  ტრენინგი ,,პროექტებით სწავლება". ტრენინგზე გავეცანით,თუ როგორ გამოვიყენოთ პროექტები გაკვეთილზე,  როგორ  დავგეგმოთ  21 საუკუნის ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროცესი  და დავეხმარო ჩემს მოსწავლეებს მაღალი დონის უნარ- ჩვევების განვითარებაში. კურსი დამეხმარება ახალი ტექნოლოგიები ჩავრთო სასწავლო პრაქტიკაში და გავაუმჯობესო სწავლა- სწავლების პროცესი.

  •   პირეველ დღის თემას წარმოადგენდა თუ რა იყო  ელექტრონული პორთფოლიო, როგორ შევქმნათ ის და როგორ დაგვეხმარება ეს სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვაში.ასევე ვისწავლეთ ბლოგის შექმნა და ახალი პოსტების განთავსება.გავეცანით სხვადასხვა პროექტების ნიმუშებს.ძალიან მომეწონა პროექტი ,,რომეო და ჯულეტა" .
  •  მეორე დღე დატვირთული იყო ახალი იდეებით. თითოეულმა ჩვენთაგანმა გავაკეთეთ პუბლიკაციები და აღფრთოვანებული დავრჩი ჩემი კოლეგების კრეატიულობით.ჩემი პუბლიკაცია დავასათაურე შემდეგნაირად: ,,შეჩერდი წამო ,მშვენიერი ხარ".გოეთეს ფაუსტის მიხედვით.