Sunday, November 17, 2013

მერვე მოდულის რეფლექსია

დღევანდელი დღე განსაკუთრებით მრავალფეროვანი და მრავლისმომცველი იყო.დღეს საბოლოო სახე მივეცით ჩვენს ნამუშევარს.შევავსეთ ჩვენი  პორტფოლიო და ავტვირთეთ ბლოგზე.გავეცანით ერთმანეთის პრეზენტაციებს და აღფრთოფანებული დავრჩი ჩემი კოლეგების კრეატიულობით.დიდ მადლობას ვუხდი ქალბატონ შორენა ბადურაშვილს საინტერესო ტრენინგებისათვის.იმედია კვლავ გავაგრძელებთ ნაყოფიერ თანამშრომლობას.

Saturday, November 16, 2013

მეშვიდე მოდულის რეფლექსია

დღეს შევისწავლეთ ფასილიტაციის რესურსების შექმნა ტექნოლოგიებით.მოდული ძალიან დატვირთული იყო,მაგრამ საინტერესო.

Saturday, November 9, 2013

მეექვსე მოდულის რეფლექსია

ამ მოდულში გავეცანით უკუკავშირს ,გარდნერის მრავალმხრივ ინტელექტის ეფექტურად გამოყენებას სასწავლო პროცესში. ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე.ვისწავლეთ ბლოგზე ვიდეოების და სურათების ატვირთვა.შევქმენით მოსწავლის დამხმარე რესურსი.ტრენინგი ემოციურად დატვირთული და საინტერესო იყო.

ტრენინგის მეხუთე მოდულის რეფლექსია

ამ მოდულში გავეცანით ,როგორ გამოვიყენოთ შეფასების რუბრიკები,ქულების მინიჭების სქემები 21-ე საუკუნის უნარების განვითარებისათვის,როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ეფექტურად სწავლის პროცესში.ვიმუშავეთ უკუკავშირის  მიცემაზე და გავაკეთეთ კომენტარები.